ზურაბ პატარაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა 

07 თებერვალი 2017, 00:00 3258 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ტომაშ პერნიკს შორის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეეხო. გარდა ამისა მხარეებმა ორ ქვეყანას შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. ელჩის თქმით, ჩეხური კომპანიები დაინტერესებულები არიან აჭარაში ინვესტიციების განხორციელებით. დაიგეგმა ბიზნეს შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება. შეხვედრაზე საკურორტო ქალაქის კარლოვი ვარისა და ბათუმის დამეგობრების საკითხიც განიხილეს.

ამავე კატეგორიაში