თამბაქოს  რეალიზაციის  წესი 

07 თებერვალი 2017, 00:00 3655 ნახვა

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია დღეს, არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის, ხათუნა ფხალაძის კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც თამბაქოს ნაწარმის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეალიზაციის აკრძალვის საკითხს ეხება. მოსარჩელე ასაჩივრებს სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დანაწესით, უგულვებელყოფილია, სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობას. საქმეზე არსებითი განხილვა დღეს, 13.00 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი