ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის შენობაში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებიან სიცრუეა - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

07 მარტი 2023, 11:49 825 ნახვა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის შენობაში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, არ არის სწორი.

უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა თანამშრომელი, რომელიც პარლამენტის შენობაში უზრუნველყოფს წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეხმაურება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პარლამენტის შენობაში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. აღნიშნული მედიასაშუალების ყალბი ამბავი ეყრდნობოდა დაცვის თანამშრომელთან ჩაწერილ მცირე ინტერვიუს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის წარმოადგენდა „სპეციალურ სამსახურს“. ეს პიროვნებაც და ყველა თანამშრომელი, რომელიც პარლამენტის შენობაში უზრუნველყოფს წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. პარლამენტის შენობაში სხვა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი