ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა ქვეყანა ყველაზე ახლოსაა ცივილიზაციურ არჩევანთან.