მსოფლიო ოკეანეების დასაცავად ისტორიულ შეთანხმებას მიღწეულია

05 მარტი 2023, 17:30 697 ნახვა

გაეროს წევრმა ქვეყნებმა თითქმის 10 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ მსოფლიო ოკეანეების დასაცავად ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს.მოლაპარაკებების შედეგად,  2030 წლისთვის ოკეანის წყლების 30 %-მდე დაცული აკვატორია გახდება, რაც საზღვაო ბუნების დაცვასა და აღდგენას გულისხმობს.

შეთანხმებას 38 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში მიაღწიეს. საზღვაო კანონზე გაეროს კონვენცია 1994 წელს ამოქმედდა.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის უახლესი შეფასებით, ზღვის ბინადართა გლობალური სახეობების თითქმის 10% გადაშენების რისკის ქვეშაა.

ახალი ხელშეკრულებით დაცულ ტერიტორიებზე თევზაობის მასშტაბებზე, გემების მარშრუტებსა და კვლევით აქტივობებზე შეზღუდვები დაწესდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი