სასულიერო პირის დაჭრის საქმე

05 მარტი 2023, 10:19 810 ნახვა

სასულიერო პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალს წაუყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების კადრები გაავრცელა. 42 წლის მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.

გამოძიების ინფორმაციით, მან ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა მამა ცოტნე თვარაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მამა ცოტნე თვარაძე კლინიკაში რჩება, მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი