ირანში იდუმალი დაავადების მქონე გოგონების მშობლებმა აქციები გამართეს

05 მარტი 2023, 10:45 620 ნახვა

ირანის მასშტაბით აქციები გაიმართა. გოგონათა სკოლის მშობლები სასწავლო დაწესებულებებში იდუმალი ავადმყოფობის ახალი შემთხვევების გამოვლენას ეწინააღმდეგებიან. 

გავრცელებული ცნობით, პირველი ინციდენტი ნოემბერში მოხდა, როდესაც 18 წლის გოგოს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აღენიშნებოდა ღებინება, თავის ტკივილი, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. მას შემდეგ ასობით მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა. უცნობია გამომწვევი მიზეზები.

მშობლები ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი