ძებნილი ქართველი კვარაცხელიას თამაშზე - იგი დაკავებულია

04 მარტი 2023, 10:25 699 ნახვა

ნეაპოლში, კაპოდიკინოს აეროპორტში იტალიის საჰაერო სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა 2 მარტს მოხდა, როდესაც თბილისიდან ჩარტერის რეისით ნეაპოლში თვითმფრინავი ჩაფრინდა. 

საქართველოს მოქალაქე, რომელიც 38 წლისაა, საბერძნეთის პოლიციის მიერ 2012 წლიდან საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

როგორც ირკვევა, მან ნეაპოლში ჩაფრენამდე ერთი დღით ადრე აიღო პასპორტი და ლაციოსთან შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად მიდიოდა. 

ცნობისთვის, ნაპოლი-ლაციოს მატჩს, ათობით ქართველი ქომაგი დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი