თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

04 მარტი 2023, 11:01 577 ნახვა

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით ფერმერების ნაწილმა უკვე ისარგებლა - ითქვა სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში ფერმერებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, გადამმუშავებელი სექტორის, ექსპორტიორები და ჩამბარებელი პუნქტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში, თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე ერიცხებათ ქულები - 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.

პარალელურად, მიმდინარეობს თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნაც, რომლითაც სრულად მოხდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, 37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის ბაღია რეგისტრირებული; ბაღების მფლობელების, თანამესაკუთრეების ჩათვლით, რაოდენობა 85 ათასზე მეტს შეადგენს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში