უსაფრთხოების ზამთრის სკოლა დასრულდა

04 მარტი 2023, 11:11 460 ნახვა

საერთაშორისო და ეროვნული საფრთხეები, ოკუპაცია, ტერორიზმი - ეს იმ თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშო საკითხების ნაწილია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უსაფრთხოების სამსახურის "ზამთრის სკოლაში" ახალი გამოცდილება მიიღეს.

2 კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმავეს. მათ შორის ისწავლეს, თუ როგორ იმოქმედონ რთულ, კრიტიკულ სიტუაციებში ღია ცის ქვეშ, ტექნიკური და საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე.

მთავარი გამოცდილება სტუდენტებმა უსაფრთხოების საკითხებში მიიღეს. ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან მოისმინეს.

2 კვირის განმავლობაში სტუდენტებს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც უტარებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი