პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 36 პირი დააკავეს

03 მარტი 2023, 09:54 709 ნახვა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული მუხლებით სამართალდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს. 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე სულ დაკავებულია 36 პირი“,- აცხადებენ შსს-ში.

მათ შორის მედიის 2 წარმომადგენელი: „ტაბულის" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და „პუბლიკის“ რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელწერილის საფუძველზე გვიან ღამითვე გაათავისუფლა.

აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განხილვა დაიწყო. პარლამენტის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხმაურისა და პროტესტის ფონზე კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებულ ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი