„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - დღეს თბილისში და ბათუმში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება.
თბილისში მცხოვრები უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით 19:00 საათზე შეიკრიბებიან რუსთაველის მეტროსთან და მსვლელობით შეუერთდებიან უკრაინის სოლიდარობის აქციას პარლამენტთან.