„ხალხური ტრადიციები და რიტუალები“ - ამ სახელწოდებით აჭარაში ახალი გზამკვლევი მომზადდა. სახელმძღვანელოში 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული. მათ შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.
ახალი სახელმძღვანელოს მიზანი რეგიონში დღემდე მოღწეული ხალხური რიტუალებისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.