24 თებერვლის აქცია თბილისში

23 თებერვალი 2023, 20:17 937 ნახვა

ბოროტებასთან ბრძოლის 365 დღე . ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოს ყურადღება ახლა კვლავ კიევისკენაა მიპყრობილი. დედაქალაქში უკრაინისთვის მხარდასაჭერად ჩადიან ევროპის ლიდერები, მათ შორის არ იქნება საქართველოს ხელისუფლება. კიევში იმყოფება ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის დროას ლიდერი, რომელიც ხვალ თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მოჰყვა. შალვა პაპუაშვილმა მათი ნაბიჯი პარაზიტობად შეაფასა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს აქციის იმ ორგანიზატორებმა უპასუხეს, რომლებიც შეკრებას თბილისში დაესწრებიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი