უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში გიული ალასანიამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის ავანტიურები კარგად მთავრდებოდა, მაგრამ ახლა რთულ სიტუაციაშია
"ჩვეულებრივ, მისთვის ავანტიურები კარგად სრულდებოდა. მართალია ის სირთულეებს გადიოდა, მაგრამ როგორღაც მდგომარეობიდან გამოსვლას ყოველთვის ახერხებდა. ამ შემთხვევაში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რთული შედეგის წინაშე...
მახსოვს, მას ძალიან უნდოდა ჩამოსვლა. მასთან ხშირად ვიყავი კიევში და როდესაც ვუყურებდი ბოლო თვეების განმავლობაში, უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ადგილი ვერ იპოვა. ბოლო დღეებში როცა ჩავედი, მასთან ერთად ვაპირებდი დაბრუნებას. ბილეთებიც კი ავიღეთ ერთად. ჩემი ძმა ნიუ-იორკიდან ჩამოფრინდა და ერთად ვაპირებდით მის დარწმუნებას, თუმცა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ერთი სიტყვაც არ გვათქმევინა. სადღაც გაუჩინარდა, შემდეგ დილიდან ისევ სადღაც გაუჩინარდა. შემდეგ მისგან მივიღე შეტყობინება, რომ დავრჩენილიყავით ადგილზე ორი დღე და საბოლოოდ ეს ფოტოები გავრცელდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე არ გეჩვენებათ, რომ ის სპეციალურად მოატყუეს? გიული ალასანიამ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.