შეხვედრა UNDP-ის სტამბოლის რეგიონულ მენეჯერთან

22 თებერვალი 2023, 11:30 532 ნახვა

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში არჩილ ჩიქოვანმა სამუშაო შეხვედრა გამართა UNDP-ის სტამბოლის რეგიონულ მენეჯერთან, თინა სტოუმთან.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  განიხილეს  ერთობლივად  განხორციელებული,  მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები.  

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა  ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებულ გეგმაზე იმსჯელეს, რომელიც მწვანე ქალაქების პროექტის ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით შემუშავდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი