აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლებს, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ირმა ნიჟარაძე წარუდგინა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ირმა ნიჟარაძეს ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმედი გამოთქვა, რომ სპორტის დეპარტამენტის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანად და ჯეროვნად წარიმართება.