პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

21 თებერვალი 2023, 12:00 532 ნახვა

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება.

ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლას დაესწრება ოპოზიციური სპექტრის ნაწილი.

მმართველი გუნდის ოპონენტები კითხვებს შავი ზღვის უსაფრთხოების, სამინისტროს წლიური საქმიანობისა და დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ არსებული სტატისტიკის შესახებ დასვამს.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი უწყების მუშაობას დადებითად აფასებენ და ოპონენტებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი