სპორტული ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძის ვერცხლის მედალი საერთაშორისო ტურნირზე.

20 თებერვალი 2023, 21:14 619 ნახვა

ლუქსემბურგში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე ბათუმელმა სპორტსმენმა იუნიორთა შორის დაჩი დოლიძემ ტაიჭზე ვარჯიშში ვერცხლის მედალი მოიპოვა. პირველი ადგილი მან რამდენიმე მეათედით ლიეტუველ სპორტსმენთან დათმო,მესამე ადგილი კი იტალიის ნაკრების წევრმა დაიკავა. ფიჟის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე 11 ქვეყნიდან 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაიწლეობდა, როგორც კაცთა ასევე ქალთა შორის. გოგონათა შორის საქართველოდან შეჯიბრებაზე თინათინ ტყემალაძე იმყოფებოდა, რომლისთვისაც ასეთი მაღალი რანგის ტურნირი მის კარიერაში პირველი იყო. ხვალიდან მსოფლიო თასის ეტაპები იწყება გერმანიაში,ქ.კოტბუსში, სადაც საქართველოს სენიორთა ნაკრები მიემგზავრება,შემდეგ კი კატარში გასამართ მსოფლიო თასის ეტაპებში ჩაერთვებიან.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში