ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა

20 თებერვალი 2023, 14:00 559 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ამ ეტაპზე თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტის, უკრაინაში ჩასვლის ვიდეოები და ფოტოები ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს შეხვედრას.

უკრაინული მედიის ცნობით,  ბაიდენი წმინდა მიხეილის ტაძართან შენიშნეს. საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების ხმაზე აშშ-ს პრეზიდენტმა პატივი მიაგო უკრაინის დაღუპული დამცველების ხსოვნას.

20 თებერვალს დილით კიევში გადაკეტეს ქუჩები ქალაქის ცენტრში, აშშ-ს საელჩოსთან და ასევე გზები საელჩოდან ცენტრალური რკინიგზის სადგურისკენ.

დღეს, ჯო ბაიდენს პოლონეთში ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი