პრეტენზიები კონტრაქტორი კომპანიის მიმართ

04 თებერვალი 2017, 00:00 1938 ნახვა

“საავტომობილო გზებზე დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები, კონტრაქტორი კომპანიის ”ზიმო 7”-ის გამო შეიქმნა”- განაცხადა საქართველოს საავტომობილო გზების ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ. სეთურიძის თქმით კომპანიას პრობლემა ტექნიკასთან დაკავშირებით შეექმნა რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე ვერ მოხერხდა გაწმენდითი სამუშაოების დროულად დაწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ “ზიმო 7”-ს ფინანსური სანქცია დააკისრეს. აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების ხელმძღვანელმა თოქ - შოუ “ფაქტორში” ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში