თურქეთში მიწისძვრიდან 212 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 77 წლის ქალი ცოცხალი ამოიყვანეს

15 თებერვალი 2023, 10:37 720 ნახვა

თურქეთში მიწისძვრიდან 212 საათის შემდეგ ნანგრევებიდან 77 წლის ქალი გამოიყვანეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მანამდე ადიამანში, 207 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ბავშვის ამოყვანა მოახერხეს.

12 წლის ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში