ჩემპიონთა ლიგა ორი მერვედფინალური მატჩით დაბრუნდა

15 თებერვალი 2023, 10:22 904 ნახვა

3 თვიანი პაუზის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. გულშემატკივარმა გვიან ღამით მერვედფინალური ეტაპის ორი დაპირისპირება იხილა.

სიყვარულის ქალაქში "პარკ დე პრენსზე" პარიზულმა ''პსჟ-მ'' მიუნხენის ''ბაიერნი'' მიიღო და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა.

53-ე წუთზე შეცვლაზე შესული ალფნსო დევისის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში კინგსლი კომანმა გახსნა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


  • ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა გერმანიაში 9 მარტს გაიმართება და ''ბაიერნი'',  ''პსჟ-ს'' კომფორტული უპირატესობით ''ალიანს არენაზე'' უმასპინძლებს.

9 წლის შემდეგ კი ''მილანმა'' კი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშა. იტალიურმა კლუბმა ''სან სიროზე'' ლონდონის ''ტოტენჰემს'' უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა.

ანგარიში სწრაფად მე-7 წუთზე გაიხსნა ტეო ერნანდესი საჯარიმოში შევიდა და ძლიერად დაარტყა, რომელიც მეკარე ფორსტერმა მოიგერია, დამატებაზე ყველას ბრაჰიმ დიასმა დაასწრო, ფორსტერმა ''ტოტენჰემი'' კიდევ ერთხელ გადაარჩინა, მაგრამ ესპანელმა შემტევმა დაამატა და გოლიც გაიტანა.

  • განმეორებითი შეხვედრა ლონდონში 9 მარტს შედგება.

დღეს მერვედფინალის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ''ბრიუგე'' ლისაბონის ''ბენფიკას'' უმასპინძლებს, ხოლო ''დორტმუნდი'' ლონდონის ''ჩელსის'' დაუხვდება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში