ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

13 თებერვალი 2023, 14:58 625 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნახატებისთვის კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.

მათი მიზანია ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო განთავსებული, უკან დააბრუნონ.

საუბარია ორ წლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნახატს სხვადასხვა სახის დაზაინებები აქვს.

„ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს აღენიშნება ანაქერცლი. ეს ყველაფერი ითვალისწინებს ამ ნახატების დაბრუნებას სამუზეუმო სივრცეში და რესტავრაციის ჩატარებას. ამ მიზნით ერთხელ უკვე გახლდით მოსულები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მივიღეთ და ხელი შეგვეშალა ამ ნახატების იმ დღეს გამოტანაში. დღეს კვლავ გამოვცხადდით და ნახატები უპრობლემოდ გაგვატანეს“, - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა კახაბერ ჭუმბაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი