პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში გააცნო.
შალვა პაპუაშვილმა საკუთარ გამოსვლაში 2022 წლის 11-16 ოქტომბერს, რუანდის დედაქალაქ კიგალიში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ანსამბლეაზე განხილულ საკითხებზე გაამახვილა და საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.