CNN-ი „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

11 თებერვალი 2023, 17:31 554 ნახვა

ტელეკომპანია CNN-მა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა, სადაც ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი პალატაში შედის, შემდეგ წონასწორობას კარგავს და საწოლთან ახლოს ეცემა, მეორე ეპიზოდში კი საწოლიდან ვარდება, ხოლო ექთნები მის დახმარებას ცდილობენ.

ვიდეოები 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება და CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა.

ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ადვოკატი აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის მკურნალობის შემთხვევაშიც ვეღარ გამოჯანმრთელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში