ორბელიანების სასახლეში საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2022 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: გიორგი სოსიაშვილს – მონოგრაფიისთვის „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“; თინათინ სადუნიშვილს, ინეზა მაისაიას, ქეთევან ბაცაცაშვილს, შალვა სიხარულიძესა და თამაზ დარჩიძეს – მონოგრაფიისათვის „საქართველოს აგრარული კულტურა“.
2022 წელს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა როსტომ ჩხეიძეს ბიოგრაფიული რომანისათვის „კალამი გოლგოთაზე“.