ევროლიგის 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ბარსელონას უმასპინძლა და 17 ქულით ანგარიშით 75:92 დამარცხდა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა.
ბარსელონას ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. ბოლო პერიოდის წინ ბარსელონა 35 ქულას იგებდა და ვირტუსმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი მოიგო.
ვირტუს ბოლონია ამ დროისთვის ევროლოგის ცხრილში მე-12 ადგილზეა და 25-ე ტურში ბასკონიას უმასპინძლებს.