დეპუტატების გაცდენის გამო დაქვითული თანხა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება

09 თებერვალი 2023, 14:40 554 ნახვა

დეპუტატებმა, რომლებმაც დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გააცდინეს სხდომები და  საკომიტეტო მოსმენები    ხელფასიდან დაქვითული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.   კერძოდ, შალვა პაპუაშვილის ინიციატივაა  თანხა თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის გადაირიცხოს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ამისთვის ხაზინადართა საბჭოს  მიმართა,  საბჭოს  გადაწყვეტილება კი დღეს ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს.   

ამის გარდა  საკანონმდებლო ორგანოში გახსნილია სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას შეაგროვებენ და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთიც. 

დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი