სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამა გრძელდება ქედაში. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სკვერები და დამონტაჟდება გარე განათებები. სამუშაოებს, რომლებიც გასულ წელს დაიწყო, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ახორციელებს. თითოეული სოფლის ცენტრის საპროექტო და საინჟირნო სამუშაოებისთვის 100 000 ლარი იხარჯება.