ადვოკატის ინფორმაციით, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

08 თებერვალი 2023, 18:30 538 ნახვა

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, – ამის შესახებ  დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც იმალებოდა.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება, თუ სად იყო ამ წლების განმავლობაში, მისი ზოგადი პასუხი იყო, რომ გრძნობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხეს და შესაბამისად, თავს არიდებდა გამოძიების ეტაპზე სამართალდამცველებთან გამოცხადებას“, – განაცხადა ბადრი ესებუას ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი