2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ კამათი გრძელდება. პარიზის მერს მიაჩნია, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
"წარმოუდგენელია ქვეყანა, რომელიც სხვას თავს ესხმის, ოლიმპიადაზე ისე გამოვიდეს, თითქოს არაფერი მომხდარა და დელეგაცია ჩამოვიდეს საფრანგეთში, როცა უკრაინაში ბომბების წვიმაა", - თქვა პარიზის მერმა.