სააკაშვილის სასამართლო პროცესი

06 თებერვალი 2023, 15:09 586 ნახვა

ორ საათში შესაძლოა ცნობილი გახდეს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება, გაუშვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ. დღევანდელ პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

ადვოკატმა დღეს შესაძლოა შუამდგომლობა დააყენოს და მოითხოვოს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სააკაშვილი საავადმყოფოში მოინახულოს.

იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უცხოეთში, სამკურნალოდ გაუშვებს, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ევროპის რომელიმე ქვეყანაში მსჯავრდებული პრეზიდენტის გადასაყვანად პოლონეთი ვერტმფრენს გამოაგზავნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი