სახელმწიფო დეპარტამენტის ამ აქტით კიდევ ერთხელ გაცხადდა ამერიკული ხელწერა. ისინი არა მხოლოდ არ ემიჯნებიან, არამედ დაუფარავად გამოხატავენ თანადგომას აგენტურისა და ომის პარტიის წარმომადგენლების მიმართ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.” - ასე გამოეხმაურა მოძრაობა ''ხალხის ძალა'' აშშ-ის საელჩოს მიერ ყოფილი სახალხო დამცველის დაჯილდოვებას.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ლომჯარია, მთელი თავისი შეგნებითა და საქმიანობით, არა სახალხო, არამედ აგენტურის დამცველი იყო.