ბათუმში, მიქელაძეების ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო. ვაჟა- ფშაველას 147 ნომერში მცხოვრებლები და დაზარალებული ოჯახის ახლობლები დილიდან აღსრულების პოლიციას ელოდებოდნენ.
ოჯახმა კერძო მევახშისგან 35 ათასი დოლარი აიღო, თუმცა სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხა დროულად ვერ დააბრუნა.
მიქელაძეების ოჯახს მევახშისგან ორჯერ მეტი თანხის გადახდა დაეკისრა, რის გამოც ოპოთეკით დაზარალებულმა ოჯახმა საბანკო სესხის აღება გადაწყვიტა. უფლებადამცველის, თამაზ ბაკურიძის თქმით, მევახშეებმა თანხის სანაცვლოდ საცხოვრებელი სახლის დათმობა მოითხოვეს.
აღსრულების პოლიცია 2019 წელს იყო მისული, გამოსახლების მიზნით, თუმცა ოჯახის ერთ-ერთი წევრის ავადმყოფობის გამო გადაიდო. დღეს ოჯახი ირწმუნება, რომ 6 თვის განმავლობაში მევახშეს თანხას დაუბრუნებს, ამ მიზნით ოჯახის ერთ-ერთი წევრი ემიგრაციაში წავიდა.
თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, აჭარაში იპოთეკითა და საბანკო ვალდებულებებით დაზარებული 400 ოჯახი გამოსახლების პირას დგას.