კობა ნაყოფია "ნაციონალურ მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, თუმცა პარტიის რიგით წევრად კვალვ რჩება - ამის შესახებ ნაყოფიამ “მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები რიგით პარტიის წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.