დნიპროში რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

17 იანვარი 2023, 13:56 521 ნახვა

დნიპროში 14 იანვარს რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.

სხეულის დაზიანება 80-ზე მეტმა პირმა მიიღო. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს.

შემთხვევის ადგილას სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი