2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს - ზურაბ აზარაშვილი

16 იანვარი 2023, 13:34 955 ნახვა

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, სწორედ აღნიშნული გეგმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სურს, რომ მედიკამენტებს სამართლიანი ღირებულება ჰქონდეს.

„რეფორმა, რომელიც რეფერენტულ ფასებს და ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ცვლილებას ემსახურება, გულისხმობს იმას, რომ 2026 წლისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენს გეგმას პერიოდულად ნახულობთ, მას ძალიან მკაცრად მივყვებით.

სწორედ აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ სწორი ფასწარმოქმნა და მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები იყოს, რადგან პაციენტებს მედიკამენტების ღირებულების უდიდესი ნაწილი ჩვენ უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი