“არა ფემიციდს” - გენერალურ პროკურატურაში ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, არტ-ნამუშევრების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მაშტაბით 75 ავტორმა მიიღო.
ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსში ქალთა ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შესრულებული 3 გამარჯვებული ნახატი გამოვლინდა.
პირველი ადგილი გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლის, 9 წლის თამაზ ბეჟანიშვილის ნამუშევარმა დაიკავა.გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ 2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა, საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს