რამდენიმე წუთში თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს 5- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლომ 6-ვე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძის შემთხვევაში მოხდა ერთ-ერთი მუხლის გადაკვალიფიცირება.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით სულ 27 პირი დააკავეს.
საქმეს კი 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 სწორედ ჩემი კოლეგაა.