ჩინეთში კორონავირუსით დეკემბერში 60 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

15 იანვარი 2023, 13:49 512 ნახვა

ჩინეთში, ერთ თვეში, "ნულოვანი კოვიდის" ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების 60 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს არის ინფორმაცია მხოლოდ მათ შესახებ, ვინც  კლინიკებში დაიღუპა და რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა მეტი იყოს.

წერენ, რომ  5 504 ადამიანი სუნთქვის უკმარისობით დაიღუპა, დანარჩენი კი - კორონავირუსის თანმხლები სხვა დაავადებებით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი