470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.
ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის 1 მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა.
კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505.“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციაში.