უამინდობის გამო შეზღუდვებია გზებზე

11 იანვარი 2023, 17:44 483 ნახვა

უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. რიგ მონაკვეთზე მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის პირველ 52 კილომეტრიან მონაკვეთზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში