7-8 იანვარს, საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, მოსალოდნელია ნალექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთასა და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.
მათივე განმარტებით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.