გისურვებთ მხნეობას, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად - პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს

05 იანვარი 2023, 16:22 539 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.

პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს, მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის და  ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.

"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - აღნიშნულია წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში