ნორვეგიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება, 10 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, საარტილერიო ჭურვები შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე ტიპის საარტილერიო იარაღში, კერძოდ M109 თვითმავალ ჰაუბიცებში.
„ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლო რუსეთის თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უკრაინას სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა სამხედრო აღჭურვილობისა და საკუთარი ძალების მომზადების სახით...
ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას 2023 წელსაც"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.