მკვლელობა მესტიაში - დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ

03 იანვარი 2023, 12:03 418 ნახვა

მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს, მათ შორს ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი. გამოძიებით დადგინდა, რომ  1 იანვარს, მესტიაში  სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი პირი დაჭრეს, მათ შორის ორი სასიკვდილოდ.  გარდაცვლილია 34  და 29 წლის ახალგაზრდები.

გამოძიება  დაიწყო  მუხლით,   რომელიც  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

საგამოძიებო მოქმედებები ისევ  გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს  10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ელოდებათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი