მთავრობის მუშაობის ანგარიში

27 დეკემბერი 2022, 15:00 655 ნახვა

რითი იყო გამორჩეული 2022 წელი საქართველოსთვის და რა გააკეთა ხელისუფლებამ ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის და გამოწვევებთან გასამკლავებლად. ანგარიშის ჩაბარება პრემიერ-მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრით დაიწყო. თქვა, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიარა არსებული გამოწვევები და, რომ მის საპირწონედ სწორი პოლიტიკა აირჩიეს, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ეროვნულ ინტერესებზე იყო მორგებული. უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა დაუდასტურა და მთავრობის საქმიანობის შეჯამება ეკონომიკური მაჩვენებლებით გააგრძელა. შეეხო ევროინტეგრაციის პროცესსაც და წლის მთავარ მიღწევად ევროკომისიის ვერდიქტი დაასახელა, ის, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, თუმცა ის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე დავრჩით, ამაზე ისევ გაიმეორა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დამსახურებაზე დაფუძნებული. იმედი აქვს, რომ ამ კუთხით მდგომარეობა შეიცვლება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი