2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება - მთავრობის დადგენილება

26 დეკემბერი 2022, 16:48 677 ნახვა

მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექნება ვალდებულება, გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მთავრობის დადგენილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვს ვალდებულება, გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია – იქნება ჩვენ მიერ შეთავაზებული ხუთი მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთი. მხოლოდ აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნებათ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხზე.

"აქტიურად ვმუშაობთ, ვფიქრობ, მთავრობის მომდევნო სხდომაზე გამოვიტანთ სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხს, რომელიც გვინდა, 2024 წლიან სავალდებულოდ შემოვიდეს და ქვეყანაში წარმოებული, თუ იმპორტირებული ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა, თუ სახარჯი მასალა იქნება მკაცრად გაკონტროლებული. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების. ამიტომ არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი