"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს. საიას უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ნიკა სიმონიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და ახალი თავმჯდომარის დანიშვნის გადაწყვეტილება საიას გამგეობამ მიიღო. სიმონიშვილი საიას გამგეობის წევრად რჩება. ნონა ქურდოვანიძემ წარდგენის შემდეგ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.